пятница, 29 ноября 2013 г.

გაკვეთილი-პროექტის თემა საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint

როექტის   მნიშვნელობა/აქტუალობა: მოსწავლე შესძლებს კონკრეტული მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების წაკითხვას, თავისუფალია საპრეზენტაციო თემის არჩევანში. შესაბამისად მოიძიებს ინტერნეტში მასალას, მოახდენს რედაქტირებას  და წარადგენს პრეზენტაციას შესაბამისი პროგრამის საშუალებით.

პროექტის მიზნები: მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს როგორც წიგნით, ასევე ისტ-ის გამოყენებით კითხვის, კვლევის, ანალიზის უნარი, ურთიერთთანამშრომლობის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. 
მოსწავლეთა ასაკი: 11-12 წელი                                 
 ვადები/ხანგრძლივობა: 17 დღე

მოსალოდნელი შედეგები:   მოსწავლე კითხულობს ლიტერატურას წიგნიდან. ისტ-ის გამოყენებით იკვლევს,  აკეთებს ანალიზს, ურთიერთთანამშრომლობის გზით სრულყოფს მასალას, სწავლობს საპრეზენტაციო პროგრამის ელემენტებს, უვითარდება მეტყველების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. სურვილი უჩნდებათ მოაწყონ შემოქმედებითი საღამოები.

პროექტისთვის საჭირო  ძირითადი რესურსებიკომპიუტერი, პროექტორი, პროგრამა MS PowerPoint, ინტერნეტი, ისტ-ის სახელმძღვანელო, დამატებითი ლიტერატურა.

პროექტის მსვლელობა: 
1 დღე. პროექტორის დახმარებით მოსწავლეებს წინასწარ მომზადებული მასალის დახმარებით ვაცნობ რა არის პრეზენტაცია და რომელ პროგრამაში მზადდება იგივუჩვენებ სხვადასხვა თემებზე  მომზადებულ  ელექტრონულ პრეზენტაციებს.
2 დღე. გავაცნობ MS PowerPoint 2010 ინტერფეისს, პროგრამის მენიუს. კომპიუტერზე მოსწავლეები  მუშაობენ ინდივიდუალურად. პირველი სლაიდი შეეხება ინფორმაციას მათი ვინაობის შესახებ.            3-13 დღე. მოსწავლეებს ვთავაზობ გამოჩენილი ქართველი მწერლების (ნოდარ დუმბაძე, ვაჟა-ფშველა, ილია ჭავჭავაძე და სხვ.) ნაწარმოებებს, ისინი ინდივიდუალურად ირჩევენ თემას.  გაკვეთილზე ამზადებენ სლაიდებს გეგმის მიხედვით.  
  • საპრეზენტაციო თემის შესახებ ინფორმაციის შეკრება;
  • შეკრებილი მასალიდან იმ ინფორმაციის ამოკრება და გაანალიზება, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება;
  • გადარჩეული და გაანალიზებული ინფორმაციის სათანადო თანამიმდევრობით დალაგება.
14,15 დღე  მოსწავლეებს პროექტორის დახმარებით ვუჩვენებ, თუ როგორ ხდება სლაიდზე არსებული ტექსტური თუ გრაფიკული ობიექტების მოძრაობაში მოყვანა, სლაიდების თანმიმდევრობის შეცვლა. შესაბამისი ბრძანებების გამოყენებით რედაქტირება. ვთავაზობ: თემის მიხედვით, მოიძიონ ინტერნეტიდან მასალა და მოახდინონ რედაქტირება, ასახონ სლაიდებზე ტექსტური, გრაფიკული, ფოტო  და ვიდეო მასალა. 
16 დღე მოსწავლეები ურთიერთთანამშრომლობის გზით უზრუნველყოფენ სლაიდების რედაქტირებას და სრულყოფაში მოყვანას.
17 დღე.  მოსწავლეები იცავენ რეგლამენტს და 5 წუთში წარადგენენ პრეზენტაციას. გამოხატავენ შთაბეჭდილებებს, სვავენ  შეკითხვებს, აძლევენ შენიშვნებ და რეკომენდაციებს.
 საგნებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი კავშირშია საგნებთან: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
პროექტის ამსახველი მასალა განთავსდება ბლოგზე.
პროექტის ხელმძღვანელი: მაკა მაისურაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:dadiani11@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: www.11skola.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий